ტაძრის კარებთან მახსოვს,იჯდა პატარა გოგო


ტაძრის კარებთან მახსოვს,იჯდა პატარა გოგო
ალბათ ჩვიდმეტი,არა უფრო თვრამეტი წლისა,
ტაძრის ეზოში დაგროვილი ემოსა მტვერი
და უფრო მეტად უხდებოდა მტვრიანი კაბა.

მახსოვს ხელები,ხელის გული,გულის ხაზები
ალბათ მოგავდა უფლის იმ გზას იმ გოლგოთამდე,
სადაც უფალმა თავის დროზე მოსპო ცოდვები
და სიცოცხლეში სიცოცხლეთი დაგვასაჩუქრა.

მახსოვს თვალები,რა დამავიწყებს ღმერთო იმ თვალებს
ალბათ ტაძარში ღმერთის ნახვას თუ ისურვებდი,
მტვრიან კაბაში გამოწყობილ სუფთა კონკიას
თვალებში იყო,თვალებში არის უფალი ღმერთი.

ტაძრის კარებთან მახსოვს,იჯდა პატარა გოგო
ალბათ ჩვიდმეტი,არა უფრო თვრამეტი წლისა,
ტაძრის ეზოში დაგროვილი ემოსა მტვერი
და უფრო მეტად უხდებოდა მტვრიანი კაბა.

დემეტრე ზარქუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი