ჩემი ლექსები არის სუდარა
ყოვედღე რაღაც ახალი მინდა, რაღაც ისეთი რაც სულს აკლია. გაუფერებულ გრძნობას ვერ ვიტან რაც ჩემში დიდი საგანძურია. მე ტყეში ვცხოვრობ,ტყემ შემიფარა გარდაცვალების არ მეშინია, ჩემი ლექსები არის სუდარა შენზე ფირი კი პანაშვიდია. უსაზღვრო სევდა შემომაწვება და გემსგავსები უბრალოდ მიწავ. მე შენგან შორს ვარ ჩემო ძვირფასო და მაპატიე რომ ვეღარ გიცავ. მარტოობაზე რომ ვფივქრობ მუდამ სულ უფრო მეტად მტკივდება გული. დაბინდულ თვალებ უაზროდ ვხუჭავ რადგან ყველაგან ვარ გარიყული. ყოველდღე რაღაც ახალი მინდა, ისეთი რამ რაც სულისთვის კმარა, ამაოებით ეს გული გმინავს, მე ტყეში ვცხოვრობ, ტყემ შემოფარა. დემე ზარქუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი