საბას


ახლა როდესაც ელისეის მინდვრებზე სახლობ
შენთვის სახლია ხმელეთიდან ცამდე მანძილი
ცხოვრების სახსარს მოკლებულმა იმ ხესთან ახლოს
იპოვი შენ თავს,შენი ლექსით დაღლილს და დაცლილს.

ძმაო ჯვარია გერქვას პოეტი და ყველას შენში
თითო გრძნობებით აკინძული ურიგო გული
გადის დღეები,მისდევს წლები ისევ უჩვენოდ 
მაგრამ უჩვენოდ გარდასული დროა ნაკლული.

არ ჩანს სიკვდილი,უფრო მეტიც სიცოცხლეს ვხედავ
და გოლგოთისკენ გზები ისევ ეკლით მოგვირთეს
არაფერია ჩვენი ძმობის სიწმინდე გვხვდება
იმ გზის დასასრულს,რომლის ბოლოც უკვე ვიტვიერთეთ.

ახლა როდესაც ელისეის მინდვრებზე სახლობ
შენთვის სახლია ხმელეთიდან ცამდე მანძილი
ცხოვრების სახსარს მოკლებულმა იმ ხესთან ახლოს
იპოვი შენ თავს,შენი ლექსით დაღლილს და დაცლილს.

დემეტრე ზარქუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი