ემიგრანტებს
მიდიხარ...ტოვებ... შენ სამშობლოს შენივე ნებით რადგან დაგჩაგრა ამ ცხოვრებამ და არა ღმერთმა, მიდიხარ...ტოვებ... შენს მიწა-წყალს უნებლივ ნებსით და ელოდები სანამ ლოდინს ექნება ფასი. არ შემიძლია სამშობლოზე არ ვწერო ცრემლით და საკუთარ თავს ავუკრძალო იმედის რწმენა, დამაქვს ეს გრძნობა მონატრება სამშობლოს გულით და მკვდარი არ ვარ გარდაცვლილის იერი მერგო. არ მეშინია!დავბრუნდები ჩემს სამშობლოში რადგან იქ მელის საუკუნოდ ჩემი გოლგოთა ჩემი ჯვარი მაქ ასატანი ჩემს სამოთხეში და მერე ალბათ გარდაცვლილიც ისევ ვიცოცხლებ. ჩემი ქვეყნიდან წასულია ბევრი ქართველი მაგრამ ქართველი ყველა რჩება ისევ ქართველად. დემე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი