დგახარ ტაძარში ღვთიშობლის ხატთან და შენს თვალებში


დგახარ ტაძარში ღვთიშობლის ხატთან და შენს თვალებში
სინანული ჩანს,ცრემლებს ღვრი და ლოცვა გწყურია
მაგრამ არ იცი როგორ უნდა ილოცო თურმე
და შენი გული უღმერთოდ ხომ გაყინულია.

ნუ გეშინია,გასწავლი ლოცვას თუ დამიჯერებ
და ჩემი სულის საკურნებელ გაგიყოფ არტოსს,
დგახარ და ფიქრობ რომ მოგიწევს მარტო დარჩენა
მაგრამ უფალი როდის იყო გტოვებდა მარტოს.

იცი რას ნიშნავს ,როცა გტკივა სული ძალიან
ადამიანში ეძებ ღმერთს და ვეღარ პოულობ,
და თვალებიდან უიმედო ცრემლების წვიმა
ასველებს ადგილს ყოველდღე რომ შენთვის ვლოცულობ.

დგახარ ტაძარში ღვთიშობლის ხატთან და შენს თვალებში
სინანული ჩანს,ცრემლებს ღვრი და ლოცვა გწყურია,
ადამიანში ეძებ ღმერთს და ვეღარ პოულობ
აი რას ნიშნავს ,როცა გტკივა სული ძალიან.

დემეტრე ზარქუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი