როგორ საოცრად დასრულდნენ გზები
როგორ საოცრად დასრულდნენ გზები უკურნებელო სულის ტკივილო უკანასკნელად ვწერ ახლა შენზე, დაგკარგე,გახმი ჩემო ყვავილო. და ჩემს თვალებში ნუგეშიც კვდება მიყვარხარს,როგორ მეუბნებოდი ამ ლექსაც შენთან აგვიანდება, შორი მანძილის ძალმომრეობით . ყოველ ნახვისას მესხვაფერები მგონი მოგიხდა ჩემთან დაჭკნობა მე სიყვარულს,რომ ვემსახურები ამიტომ ქჩუქნი ისევ ბავშვობას. აღარ მოვიწყენ,ამას გპირდები ჰო და ტკივილზე მაღლა დავდექი, ასე გამოდის იმიტომ გზრდიდი, რომ ბოლოს მაინც ჩემგან გამეშვი. დემეტრ ზარქუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი