გულს რომ ყოველდღე თანდათან მითბობს,
გულს რომ ყოველდღე თანდათან მითბობს, არის სახეზე თქვენი ღიმილი, მე მართლაც თქვენთვის ყელაფერს დავთმობ, ოღონდაც ნუ მთხოვთ გავცე დუმილი. უსასრულობას განცდის უკუ სვლით, ამ დედამიწას ვანაგვიანებ, მე წავალ მაგრამ ჩემი ამ წასვლით, მოსვლას არასდროს დავაგვიანებ. ამ ჯოჯოხეთში თეთრმა ბეღურამ ხეზე იპოვა სულის ტაძარი ჩვენ უღმერთობის ნისლი გვეხურა მაგრამ ეგ ნისლი ნეტავ სად არის? გაგეცინებათ მაგრამ ეს ჯვარი ხედავთ ჩემში და უფრო დიდია რწმენას არასდროს უჩნდება ბზარი თუ გულში უფლის სიყვარულია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი