ქრისტეს წყლულებს ვერ ვიტვირთავ ამ სხეულით


ქრისტეს წყლულებს ვერ ვიტვირთავ ამ სხეულით
სული მტკივა სხეულივით გეფიცები,
ნეტა რა მჭირს? რით ვუშველო საკუთარ თავს
რაც დრო გადის უფრო მეტად ვსნეულდები.

დავიღალე საკუთარ თავს ვებრძვი ისევ 
მეც მთებივით გარეგნულად ძლიერი ვარ,
მაგრამ სული რომ იცოდეთ მეყინება 
და ღმერთამდე ამ ტკივილით ვერ მივდივარ.

მწყინს რომ ჩემი ამ პატარა საგულედან 
ღმერთს ვერ ვუკმევ, ამ საოცარ სურნელებას,
მე სიყვარულს და სიკეთეს რომ დავეძებ
იმედია ვიპოვნი და მეშველება

ქრისტეს წყლულებს რომ ვიტვირთავ ამ სხეულით 
მხოლოდ მაშინ თავს დავაყწევ დარდის უღელს,
მხოლოდ მაშინ მეშველება სულით სნეულს
მხოლოდ მაშინ თუ ვიტვირთავ ქრისტეს წყლულებს.

დემეტრე ზარქუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი