ყოველ ღამე საკუთარ თავს ვტოვებ
ყოველ ღამე საკუთარ თავს ვტოვებ მე იმისთვის დავიბადე რომ მოვკვდე არაუშავს ჩემო ბაღის ყვავილო სულში უკვე ჩამოინგრა კლდე . დავიღალე,გეფიცები დავიღალე წასვლის დროა და გიტოვებ ამ ყვავილებს ნუ მოიწყენ იასავით გაილაღე და ღმერთივით ნურასოდეს დამივიწყებ. მახსოვს შენი თვალები და იცი? მენატრება ეგ თითები როცა ტკივილივით მიწევს დარდზე ფიცი და უშენოდ ყოველ ღამე ლოცვა. და საერთოდ ილუზია არის არ გიცნობ და რომ მიყვარხარ ძლიერ მე მებაღე,შენ ყვავილი ჩემი მე მებაღე,შენ ყვავილი ჩემი. ყოველ ღამე საკუთარ თავს ვტოვებ მე იმისთვის დავიბადე რომ მოვკვდე დავიღალე,გეფიცები დავიღალე და ღმერთივით ნურასოდეს დამივიწყებ. დემე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი