ისმის დრტვინვა, სული ბოდავს, მიმატოვეს, დავრჩი ქვრივი,
ისმის დრტვინვა, სული ბოდავს, მიმატოვეს, დავრჩი ქვრივი, მახსოვს როგორ გიხდებოდა ეგ ღიმილი ღვთაებრივი. ცხოვრებისგან მომესაჯა უმკაცრესი განაჩენი, დავრჩი მარტო, აღარა მყავს, სხვისია და არა ჩემი. თმახუჭუჭავ შენი ლანდი თან დამყვება აწ და მარად, არ მეგონა მომიტანდი ამდენ ტკივილს, გარდასახვას. დღეს მე შენზე ფიქრებს ვიხდი და მართალი ვრჩები ცამდის, მაპატიე, ვერც კი მივხვდი ისე უცებ შემიყვარდი. მიმატოვე და ღირსება გამითელე ვით ქვა-ქვაზე, მაგრამ მაინც მენატრება იმ სხეულის სილამაზე. ჩემს ტუჩებზე სევდის ჩრდილი გეფიცები ისე ბღავის, რომ ჩემს ბაღში თმაგაშლილი ყვავილები აღარ ყვავის. მესაფლავეც აღარა ვარ, არც მერის ვარ იცი ქმარი, ნეტავ მითხარ სად მიდიხარ, რად ჩარაზე გულის კარი?! ისმის დრტვინვა, სული ბოდავს, მიმატოვეს, დავრჩი ქვრივი, მახსოვს როგორ გიხდებოდა ეგ ღიმილი ღვთაებრივი. დემეტრე ზარქუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი