მე ვარ ფოთოლი


მე ვარ ფოთოლი,შენ კი ის ხე ხარ
რომელსაც ცვივა მწვანე ფოთლები
მე შემოდგომის კარს გავიხურავ
და ზამთარივით გავიყინები...

ადამიანი გრძნობებით ფხიზლობს
და უფრო მეტად უჩნდება განცდა
სიკვდილს კი არა სიცოცხლეს ვცდილობ
და გულით დამაქვს პატარა ჯვარცმა..

არასრულია ჩემი ოცნება
რადგან არადროს მქონია ფიქრი
რომ ეს ბეღურა ზღაპარსმიყვება
და სიჭაბუკეც ქარივით მიქრის...

მე ვარ ფოთოლი,შენ კი ის ხე ხარ
რომელსაც ცვივა მწვანე ფოთლები
მე შემოდგომის კარს გავიხურავ
და ზამთარივით გავიყინები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი