ჩემთვის ილოცე,თუ ლოცვა ჩემთვის არ გენანება
ჩემთვის ილოცე,თუ ლოცვა ჩემთვის არ გენანება და არასოდეს დამივიწყო,ბიჭი გვირილით ხელში, მივდივარ ისე,შენი გაცნობა ვერ მოვასწარი და შენ გიტოვებ ჩემს წასვლამდე გულს გვირილებში. საოცარია,თითქოს ზეცაც ისე მშვიდია როგორც დღეები განიცდიან ისევ იგივეს, ახლა მამობას დაიბრალებს დეკემბერი და გულში ჩაიკრავს ნაადრევად შობილ სიცივეს. მე კი მაშინებს,უგუმბათო ტაძარში ლოცვა რადგან ტაძარიც გახდა უკვე დაკარგულივით მე მზად ვარ გული მოვუშენო ტაძარს გუმბათად და ასე მაინც გამიხსენო სიყვარულივით. ჩემთვის ილოცე,თუ ლოცვა ჩემთვის არ გენანება მე კი მაშინებს,უგუმბათო ტაძარში ლოცვა დამიმახსოვრე,როგორც ერთი უბრალო მცნება ან იქნებ ვცდები,ვერ გაიხსენებ შენდობილ ცოდვას
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი