არ შეგიძლია შეეგუო პოეტს რომელსაც
არ შეგიძლია შეეგუო პოეტს რომელსაც მზერით აცილებს სახლისაკენ ათასი ქალი, არ შეგიძლია გაზაფხულზე კვირტი მოისხა და შეაჩერო დრო კი არა, უბრალოდ წამი. არ შეგიძლია ღმერთი იყო როცა პოეტი ლექსში დაგითვლის თითებივით სხეულზე ხალებს, არ შეგიძლია იყო და გერქვას პოეტის ცოლი სამწუხაროა რომ უბრალოდ არ შეგიძლია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი