ჩუმად იყავი,აღარ იტირო


ჩუმად იყავი,აღარ იტირო
ჩემი თვალები ისევ გეძებენ,
არასდროს მკითხო რისთვის ან რატომ
ვარდს ვერ გადარებ,გავხარ ენძელებს.
ამ ზეცას აკლია ახლა ღრუბლები
ეს შემოდგომაც მოწყენილია,
ვწუხვარ ტკივილზე გესაუბრები
სხვა სასაუბრო არაფერია.
იმ ქვეყნად ბევრი მიფრინავს ჩიტი
ყველა აშენებს სხვაგან სავანეს,
რა იქნებოდა უბრალოდ წამით
მიტოვებამდე ერთხელ გენახე.
ჩუმად იყავი აღარ იტირო
გადამაფარეს უკვე სუდარა,
მზად ვარ ჩიტივით გადავიფრინო
და მკაცრად ვუთხრა დარჩენას არა.
ჩუმად იყავი,აღარ იტირო
ჩემი თვალები ისევ გეძებენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი