ყველას თვალებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ


ყველას თვალებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ
განცდის ტკივილი დაცემიდან ამაღლებამდე,
ტაძრის კარებთან დაცემული შენდობას ვითხოვთ
და გვეშინია გოლგოთიდან მისვლა ღმერთამდე.

არაფერია ცაც მოიღრუბლა თითქოს არაფრით
არ შემოირტყამს წელზე სარტყლეს ჩვენს ნასახსოვარს,
მივფრინავთ ზევით,არ გვჭირდება საერთოდ ფრთები
და გაუმარჯოს ამ ქვეყნიდან წასულთა ხსოვნას.

და სკვნილზე ლოცვით გადავარჩენთ ერთი მეორეს
შენახარ ჩემთვის უგვირგვინო მეფე იმ ქვეყნის,
რომელიც ქვეყნად არ არსებობს და არც იმ ზეცად
და მხოლოდ ჩვენში, ჩვენს გულებში არსებობს მარად.

ყველას თვალებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ
განცდის ტკივილი დაცემიდან ამაღლებამდე,
ტაძრის კარებთან დაცემული შენდობას ვითხოვთ
და გვეშინია გოლგოთიდან მისვლა ღმერთამდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი