არ მყვარებია არასოდეს ეს ნოემბერი


არ მყვარებია არასოდეს ეს ნოემბერი
არც ფოთოლცვენით გაჟღენთილი ეს შემოდგომა,
მაგრამ უღმერთომ შენს თვალებში ვიპოვე ღმერთი
და შემიყვარდა შემოდგომა და ნოემბერიც.

ახლა შენგან შორს,უშენობით შემოსილი ვარ
და შესამოსელს შენი თმების სურნელი ასდის,
საოცარია რომ ყოველდღე ჩემგან მიდიხარ
მიყვარხარ და ამ სიყვარულს ისევ განვიცდი.

დაორთქლილ მინას მერემდენედ ვაწერ შენ სახელს
და უშენობა არ ეტყობა ახლა ჩემს ოთახს,
მაგრამ ჩამხედე თვალებში და ხელით შემეხე
გაყინული ვარ და ჩემმა გულმა შეწყვიტა ოხვრა/

არ მყვარებია არასოდეს ეს ნოემბერი
არც ფოთოლცვენით გაჟღენთილი ეს შემოდგომა,
მაგრამ უღმერთომ შენს თვალებში ვიპოვე ღმერთი
და შემიყვარდა შემოდგომა და ნოემბერიც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი