ვეღარ ვგრძნობ ასე,როგორ გავნედლდი
ვეღარ ვგრძნობ ასე,როგორ გავნედლდი საკუთარ თავსაც ვერ ვეხმარები, შენ ჩემო თავო ისე დამდაბლდი, რომ ვერასოდეს ვერ ამაღლდები. რა არის სული?როცა ქრისტესთან გაშორევს განცდა აღდგომიდან ამაღლებამდე, და მიწევს ყოფნა საკუთარ თავთან მარტოს და მერე სინარტოვით ვცარიელდები. ახლა ცრემლებმაც დამაწყებინეს იისფერ თოვლში გავთბე უსახლოდ, საკუთარ თავსაც კი ვაიძულებ უბრალოდ ჩემში შემოგისახლო. ვიცი დაგკარგე ეგ არაფერი გულში რეკავენ სულის ზარები, ვიცი ვიპოვნი და იმ ნაპოვნსაც აუცილებლად გავუფრთხილდები. ხანდახან ასე უმიზნოდ ვანდობთ გულს და ტკივილით ისე ვიშლებით, ვკითხოთ საკუთარ თავებს თუ რატომ არავართ ქრისტეთ შემოსილები. რა არის სული?როცა ქრისტესთან გაშორევს განცდა აღდგომიდან ამაღლებამდე, შენ ჩემო თავო ისე დამდაბლდი, რომ ვერასოდეს ვერ ამაღლდები. დემეტრე ზარქუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი