მე კი არა...ფიქრებს ენატრები
მე კი არა...ფიქრებს ენატრები ჩემთვის მოელვარე წმინდა სანთელი ხარ, მხოლოდ ღმერთმა იცის!როგორ მენატრები როგორ მიძნელდება შენზე ლექსის წერა. გახსოვს?პირველად რომ ლექსი დაგიწერე თითქოს შევარწიე თითქმის ყველა სიტყვა, გახსოვს?ოცნებებში ჯვარი დავიწრეთ მე ქმარს მეძახდი და შენ კი ცოლი გერქვა. მაგრამ დაგვირღვიეს მშვიდი იდილია ბაღში უცაბედათ გახმა ყვავილები, როგორ დაგივიწყო ჩემო მაგნოლია როცა ჩემს გვერდით შენ ისევ მეგულები. მინდა შენზე ფიქრში ისევ გავათენო მინდა ისევ ვიგრძნო ჩქარი არითმია ჩემო ანგელოზო შენსკენ მოვიჩქარი ერთად დავამსხვრიოთ ჩუმი აპათია მე კი არა..ისევ .ფიქრებს ენატრები ჩემთვის მოელვარე წმინდა სანთელი ხარ, მხოლოდ ღმერთმა იცის!როგორ მენატრები როგორ მიძნელდება შენზე ლექსის წერა. დემეტრე ზარქუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი