ატმის ხეები რომ იყვავილებს,შენ თეთრ კაბაში


ატმის ხეები რომ იყვავილებს,შენ თეთრ კაბაში
ჩემთვის იქნები წელიწადის ოთხივე სუნთქვა.
მიყვარხარ,მიყვარხარ დამიჯერე ისე მიყვარხარ
რომ ეს ჩემი გრძნობა სიყვარული არის უთქმელად .

მე შენს გარეშე ვერ ვიცხოვრებ,ვერ ვიარსებებ 
რადგან დაშრიტე ეს ღრუბლები,ცაც ეულია,
და მიჩუქნია ჩემი გული უშენოდ სავსე
ყველა სისავსე ხომ ჩვენს გარეშე ცარიელია.

ატმის ხეები რომ იყვავილებს,შენ თეთრ კაბაში
აღარ ვიქნებით აღარასდროს მე და შენ მარტო,
უკვე დრო არის დავამთავროთ ხატვა ქვიშაზე
და ცხოვრებაში მომავალი ერთად დავხატოთ.

ატმის ხეები რომ იყვავილებს,შენ თეთრ კაბაში
ჩემთვის იქნები წელიწადის ოთხივე სუნთქვა,
ჩემთვის იქნები წელიწადის ოთხივე სუნთქვა
ატმის ხეები რომ იყვავილებს,შენ თეთრ კაბაში.

2013 წელი

დემეტრე ზარქუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი