ალილო


(ტრადიციული ინგლისური ალილო გადმოაქართულა მაია კარსელმა)
შობა გათენებულაო!
მოვიმღერით ალილოს!
სულ წაგეღოს ყველა დარდი,
ძველო წელო, ჩავლილო!

დაგებედოთ სიყვარული
გზა კეთილი სავალი!
ღმერთმა მოგცეთ სიხარული,
ქრისტეშობა მრავალი !

განა ვართ მაწანწალები,
კარდაკარ რომ დადიან?
თქვენი უბნის ბავშვები ვართ,
მეგობრები, ცხადია.

შინ ბუხართან როცა თბებით
გემრიელად სადილობთ,
გამოგვხედეთ, სიცივეში
გავიძახით ალილოს!

ალათასა ბალათასა!
ხელი ჩავყავ კალათას,
გაგვიშალეთ კარგი სუფრა,
ღმერთი მოგცემთ ბარაქას!

ღვთის წყალობა არ მოგაკლოთ
სახლის პატრონს, პატარებს,
უხვი თუ ხარ, ზეციერი
ბედნიერად გატარებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი