თოვლის ბებოს სიმღერა


თოვლის ბებომ
თოვლის ძაფით
ბევრი ქსოვა,
ჭრა და კერა,

თანაც ასე ჩაიმღერა:
-რერო რერა!
რერო რერა!
საჩუქრები მოგიმზადეთ,

გაგახარებთ ყველას, მჯერა:
-თოვლის ქუდი- სახლს!
-თოვლის ქოლგა-მზეს!
-თოვლის ქურქი- მთას!

-თოვლის კაბა-ხეს!
თოვლის გუნდები-
ბლომად პატარებს!
ახლა აბარგებს

თოვლის პაპა ძღვენს:
სათამაშოებს,
ხილს და ჩურჩხელებს,
ნამცხვარსა და კვერს,

კანფეტს, ბევრზე ბევრს!..
თქვენთან სახლებში
ჩამოატარებს!
აგსრულებოდეთ

ყველა ოცნება!-
ტკბილად დაგასწროთ	
მრავალ ახალ წელს!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი