ჩვენი ციგა


ციგაობა თუკი გინდა,
ჩავსრიალდეთ თოვლში მთიდან
მიგვაქროლებს ჩვენი ციგა!
ცეკვა-ცეკვით ცვივა ციდან,
ფანტელები ციდა-ციდა!
მიგვაქროლებს ჩვენო ციგა!

უჰ! გუნდები დაგვაფრინდა!
დაგვიშინეს ყველა მხრიდან!
მიგვაქროლებს ჩვენი ციგა!
გაგვეცალეთ ყველა გზიდან!
ეეჰ! ფერდობზე გადავიდა...
გადაბრუნდა
ჩვენი
ციგა!	
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი