საახალწლო კარნავალი


-მომაქვს დიდი საჩუქარი!
კარი ფართოდ გამიღეთ!
მე და მამამ საახალწლოდ
შევიძინეთ ნაძვის ხე!
---------------------
მოვრთეთ მზით და ვარსკვლავებით

მწვანე კაბა აცვია!
აციმციმდა ათასფერად,
რა ლამაზი ნაძვია!
მოვიწვიეთ მეგობრები:
ზაზა, ნიკა, თამთა, ლალი!
და ზეიმი გაიმართა,
საახალწლო კარნავალი!..

მეკვლეს ხედავთ? მთვარის სხივი
რომ უნათებს თოვლში გზა-კვალს,
გაგვახარებს, გვათამაშებს
და გვიამბობს ზამთრის ზღაპარს:
საჩუქრებით დახუნძლული
ჩვენთან მოდის
თოვლის პაპა!	
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი