ნატუკა
ჩვენ მეზობელ ნატუკას დილით ფაფა არ უყვარს, ყოველ ფაფის ჭამაზე ბებო აძლევს საჩუქარს. ფაფებისგან წვალებით იცლება ფიალები და დაარქვა საჩუქრებს ნატამ ფაფიანები. ერთხელაც, საახალწლოდ, თითუნებით წვრილებით, გრძელი მძივი ააწყო ფაფიანი ღილებით და გოგონამ ჭკვიანმა, მონაგები ფაფიდან, ახალი წლის ბრჭყვიალა ნაძვის ხეზე დაკიდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი