მაია მირუაშვილი

პედაგოგი. პოეტი. მწერალი

0

ილუზიაა ყველაფერი.... არ ვიცი ვინაა ..


... ილუზიაა ყველაფერი.... არ ვიცი ვინაა ჩემი ქმარი. ვმუშაობ, ხოო, ნამდვილად ვმუშაობ, ასე თქვა დირექტორმა, არადა რეალურად უმუშევარი ვარ. არ ვიცი სად არის ჩემი სახლი, არ ვიცი ვინაა ჩემი შვილი. არა, შვილი ნამდვილად არ მყავს, თუ მყავს? არ მახსენდება. -- გაქვს პროფესია? -- იცი რამე? --სად მუშაობდით?.... რა მნიშვნელობა აქვს, ილუზიაა ყველაფერი. ტყუილი სამსახურები, ცრუ ქორწინებები, უქმრო შვილიანები, ქმრიანი გასათხოვრები, ბავშვური დიდები, უბავშვურო პატარები, კეთილი ბოროტები, ძლიერი სუსტები, სუსტი და ძლიერი ადამიანები, თბილი თვალები, ცრემლიანი და თბილი მშობლების თვალები, მხოლოდ კარგად ყოფნა რომ უნდათ ჩემი. ქარია, ცივა თან წვიმს, სულ, მთლად დავსველდი, ტანთ შემომაცვდა ყველაფერი, ცოტა მომშივდა თუ მომწყურდა..., 
 რა მნიშვნელობა აქვს,
 რა საჭიროა,
 მაინც ილუზიაა ყველაფერი. წირვაზეც რომ აღარ წავედი? არ დაგიმალავთ და მაინც ტაძარი ჯობია ყველაფერს.კიდევ ჯანმრთელობა ჯობია, ყველა ჯანმრთელად იყავით. 
  .... მაინც ილუზიაა ყველაფერი.
 ხუთის თხუთმეტი წუთია.
 გათენებულა.

   09.12. 2017წ.
კომენტარები (0)