მონატრება
მონარტებისგან აივანზე მივფრინავ დილით. ჰაერის მასა, დედამიწის სართული შვიდი. იწვიმა ნაზად, საუცხოო ფერების მძივით თბებოდა ზეცა, ცისარტყელა, როგორც მზის სხივი. ჰაერის მასა, დედამიწის სართული შვიდი. იწვიმა ნაზად, შეუმჩნევლად... დღე იყო მშვიდი. დღე დღეზე მეტიც არ ზედმეტი, მანძილებს ვხვეტდი. ზღვაა -- ჰაერი და ღრუბელზე -- ორფეხა სპილო, უცხო მარშრუტი! ცისარტყელა ითხოვდა პილოტს. მაია მირუაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი