მე და სიხარული
სიხარულს არ ვუშვებდი ჩემში და შენამდე. სილაღით კინაღამ ღამე დღეს შეადნეს. შენამდე, ჩემამდე... სილაღის ჩვევამდე, ბედნიერების უსასრულო დღეების რწმენამდე! სიხარულს ვჭირდები, მჭირდება იგი მე, ბედნიერების დანახვამდე ერთი და იგივე ჩანდა ყველაფერი... მზე ყინულს წურავდა ზამთარ-ზაფხულ... შენამდე, ჩემამდე, ბედნიერების უსასრულო დღეების რწმენამდე. მერე სიხარული გადაიქცა ჩვევად და თვისებად, ყოვედღე მწიფდება, მას მერე ივსება გაზაფხულად, კაშკაშა სისავსედ. ძნელი კი იყო გზა - სავალი შენამდე, ჩემამდე, გაზაფხულამდე, სიყვარულის, სილაღის რწმენამდე... შენამდე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი