მგონი თავიდან...


მგონი თავიდან...

მგონი, თავიდან ცასაც ჰქონდა თეთრი ნეკნები.
ზეცის ნეკნების ჭრილში მზერით
ღმერთი გამკაცრდა,
ჰშვა ადამი და,
კიდევ ერთი ნეკნით ევაა --
პირველი ქალის,
პირველ კაცის
გამოხედვაა.
ღმერთი განკაცდა!
გაღმერთდა და
ისევ გამკაცრდა.
...მგონი, თავიდან
ცასაც ჰქონდა თეთრი ნეკნები
ოღონდ არა ძვლის ,
თეთრი ფერის,
რაღაც მორბილო.
მუდამ არ ვაცდით,
ვაგვიანებთ,
ვჩქარობთ ზოგჯერაც,
ხომ გჯერა,
მუდამ ღმერთი გვიმზერს
ადამიანნო!


2019 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი