სიხარული და სევდაა აწონილი


ისეთი დიდია შემოდგომა
ისეთი ყვითელია, ლაღია,
კარის ჭრილიდან ფოთოლმა შემოთოვა,
ფიქრი ოცნებაა თავღია.
ისეთი ლამაზი წამია გაწოლილი,
მგონი რომ ას წელსაც გაატანს,
სიხარული და სევდაა აწონილი
სასწორზე ფოთლების ტატად.
იმდენი დრო გავიდა ამ წამამდის,
ქვიშები ფოთლებში გავცერი,
სასწორზე გადავძლიე ძლივძლივობით
სილაღის პაწაწინა ნაჭერით.
იქნებ აღტაცება მომიტევოთ,
იქნებ სილაღე და მშვიდობა,
აქამდე მოვედით და არ ვიცოდით,
მართლა არ ვიცოდით ფლიდობა.
ირგვლივ, სივრცეში და კარის ჭრილში
თურმე შემოდგომა გვიცდიდა,
რა ვქნა, ყველაფერზე გამეცინა,
აქამდე რაც მიმძიმდა, მიჭირდა.
ირგვლივ ხეებია აწოწილი,
ფოთლები მიწაზე ფენია,
ისეთი ლამაზი წამია გაწოლილი,
დრო მხოლოდ სილაღის ფერია.


2019 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი