მიჰქრის ავტობუსი
მიჰქრის ავტობუსი და მირბიან ხეები. დღეებიც მირბიან, წლები და დღეები. დიდი და პატარა ბავშვების მუდმივა მასწავლებლისთვის წესად და მუნდირად გამხდარა მუდმივად. მირბიან დღეები, წლები და თვეები, გზაზე და ქუჩაზე გაცელქდნენ ხეები. მარშრუტი შარა-გზას მიხვეტავს ქარავანს, ხეების ქუჩაზე აბა, ვინ გადავა! ვინ წავა, სად წავა? ხეებმა ფოთლები აშალეს ნაწნავად, მირბიან დღეები, წლები და თვეები. მირბიან ბავშვივით თავნება ხეები. აენთნენ ბავშვის მზე დღეები, წლები და, ხეები, ხეები, იშლიან ნაწნავებს არშიად, ბავშვური ბავშვებიც ხომ წვეთი ზღვაშია, ბევრიც ხომ სახლშია, ვიდრემდის იყიდის "ბოტასს" ან მაშიას, ცრემლები ზოგჯერ ხომ თვალშია, ხმაშია, არ სცივა, არ შია? მაშ, საქმე რაშია?.. დღეები წლები და ხეები, ხეები იშლიან ნაწნავებს შემოდგომის ოქროსფერ არშიად. მაია მირუაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი