Სიკვდილის გარდაცვალება


იდგა სიკვდილის გარდაცვალება,
მაგრამ არ იყო გლოვა,ცრემლები.
აღარც ტანჯვა და აღარც წამება,
ვნახე ზეიმი ყველა ცხედრების.
გარდაცვალება ვიხილე თავად,
ეს მართლა იყო სიკვდილის კვდომა,
მხოლოდ სიცოცხლე მოსილი შავად,
მის თვალებიდან ცრემლები თოვდა.
ჭირისუფლობდა უენო ზარით,
გულში იკრავდა უგვამო ცხედარს,
სიცოცხლეს ახლა დააჩნდა ბზარი,
სიკვდილის გარდა ვერაფერს ხედავს.
ეს იყო თავად სიცოცხლის კვდომაც,
ო,ვაწყენინე მემგონი ღმერთსაც.
სჯობს სამყაროდან მომავლის ქრობას,
სიკვდილ-სიცოცხლემ იაროს ერთად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი