Ყვავილები
ქარივით ამოვარდნენ ყვავილები, იქროლა, ბობოქარი ქარია და, ლამაზ მელოდიას მივამსგავსე, მეცნო, რომელიღაც არიადან. ქროლვის მეშინია, ქარების და, ზოგჯერ ჩარაზული კარებიდან ქარი მელოდიას შემოგზავნის, ქ მ ა რ ი ყვავილების კონებიდან ლამაზ ღიღილოებს ამოარჩევს, გვირილებსაც ნაზად გამოაჩენს, რა ვქნა, ქარის უფრო მეშინია ბევრჯერ გული ისე ამიჩქროლა, მეც თუ ამოვქროლდი მაგისტოლად მინდვრად იებად თუ გამიყოლა, ნახავ ყვავილების ცაში რბოლას, აი, მეც თუ გავხდი ქარისტოლა. რა ქნას, ბობოქარი ქარია და, ყველგან, ფოთლები და ყვავილები ისე უცნაურად არია და, ლამაზ მელოდიას მივამსგავსე, მეცნო, რომელიღაც არიადან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი