მზის სევდა
მზის სევდა ერთ დღესაც მზემ დასთმო სამზეური, თავისი სამყოფლო, თავის სამზეურს ოკრობოკრო ღრუბელი დასახლდა. წვიმების ხიზნად გადაიქცა მზე ახლა, იტირა, ცხელი ლოყიდან თხელმა წვიმამ უეცრად იკივლა. (ეს ძველად იყო, სულ რომ წვიმდა, არ ხდება ეს ახლა). მზის სევდას იტანდნენ, ყვავილებიც ტიროდნენ მძივებად, მერე კი, მზის სევდა შთანთქეს მძივად ფოთლებმა, წვიმებმა. ფოთოლცვარიან ყვავილებად გადიქცა წვიმები, მზე კი გაყვავდა უცაბედად, ყვავილად,წვალებით. მზის სევდა დატოვეს შოპენის ჰანგებში… რამდენი ჰკოცნეს ცხელ ლოყაზე წვიმებმა რამდენი… მზეს სევდა, წვიმები ცხელი ლოყის შეაშრნენ ნაპირებს, (ამიტომ მოსწონთ სევდიანი შოპენი,აკვირვებთ). სთქვით, ვინ რა იცით მზის სევდაზე, არ მოსპოთ მზე ზღაპრის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი