მიტოვებული სოფელი
მიტოვებული სოფელი გაზაფხულივით მომენატრა მოსმენა ჯოპლინის, (არ შემიძლია ძველებურად მისი მოსმენა). ჩემს კაბას ჰქონდა პაწაწინა თეთრი კოპლები და კართან მედგა ერთიციცქნა მწვანე მონსტერა. იფურცლებოდნენ თეთრ ფურცლებად ჩემი ვარდები, მგონი თოვლებად ამოიფრქვნენ ისე გაბედეს და მზეც ზეცაზე ჩაუქრობი შუქის ლამპარი, ლამის ვეება უკოცონო ცეცხლად გახევდეს. მახსოვს ბებია თეთრ ქოთნებში რგავდა მონსტერებს, მომწვანო მზეზე ელვარებდა თხელი ფოთლები, თუ გავაგრძელებ ჯოპლინის და ქვინის მოსმენას, არ ვიცი, რადგან საწმისების ვარდის მოთელვის დასაწყისია, დასასრულიც და გაგრძელებაც. ჰქონდათ ქეჩები, რთავდნენ ძაფებს უწინ, ახლაც და რაღას დავარქვა უძველესი მართლა არ ვიცი. მზეა მომწვანო შემოწნული მთების წვერებით, როგორც ზღაპარში ხავსიანი ქოხის ტყეები, რომ მოელიან ღია სარკმლით ისევ ფერიებს, რომ განაახლოს პრინცესებად, მოსწონს, ასე სურს, რადგან ზეცაზე უკოცონო მზეა მომწვანო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი