უცხო თაისი
საღამოს ბინდი შესტრფოდა მთვარეს, როგორც თაისი, უცხო ჰეტერა, თან უარყოფილს ვინ შეიწყნარებს, თუ სიყვარულიც გადაემტერა. იდგა დაისი, მკრთალი მთვარე ძუნწობს ნათებას, თაისის ეშხში ჩაიძირა ღამის ფერები. მდინარემ მთვარე გამოსტაცა სევდამორეულს, სწრაფად გააქრო მოლივლივე ტალღის ხელებით. დარჩა ჰეტერა, წყალზე კრთოდა თეთრი ცრემლები, ღამე ქრებოდა უსწრაფესად, თოვლი მაისის. შემოდიოდა მტრედისფერი, როგორც მდევარი, მაინც ელვარე, საუცხოოდ იდგა თაისი. 01.06.2016წელი ( ივანე ეფრემოვის "თაის ათენელის" მიხედვით)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი