მაია მირუაშვილი

პედაგოგი. პოეტი. მწერალი

0

სულში თოვლია და სითბო თეთრი ფერის ..


სულში თოვლია და სითბო თეთრი ფერის.
ტყუილს ჭორაობდნენ თოვლის სიცივეზე,
წვიმას მოეწყინა მუდამ ცრემლის ფრქვევის,
თოვლზე ოცნებობდა ეგეც, იგივეზე.
მარტი მოდიოდა ისე გაბუტული,
თოვლთან გაურბოდა ლამაზ მზის ნათებას.
მზე ჰქონდა, გაზაფხული,
ისე გაბადრული
და მაინც, შეცივნული დათბობას ნატრობდა.
ტყუილს ჭორაობდნენ ზამთრის სიცივეზე...
თოვლმა უცნაური სითბო დაიხსომა.
ფიფქზე გიყვებოდით, თოვლის სიცილებზე,
მუდამ უყვარდათ და, სძულდათ მაისობას.
კომენტარები (0)