მაია მირუაშვილი

პედაგოგი. პოეტი. მწერალი

0

ზოგჯერ ისეთი ამპარტავანი ..


ზოგჯერ ისეთი ამპარტავანი 
იღვიძებს ჩემში, ვთრგუნავ ამაოდ.
იქნებ ეს არის ისე მთავარი, 
ძნელიც და
მუდამ ხვალა- ვხვალაობ.
მიწიდან ცამდე ვარ გაბლანდული
და ბორიალი მაცლის არაქათს,
უთუოდ დაბლა დავენარცხები,
ადამის მოდგმას ფრთები არა აქვს.
დროის განაყრად ვჩანვარ, ისეთად,
ყვითელ ფოთლებში ქარის ბორიალს.
“ვარსკვლავებიან ღამეს„ ვინსეტად,
ვსახავ თოჯინებს, დეგას როიალს.
და ბორიალით გადაქანცული,
რომ მოვინდომებ თვალის გახელას,
დრო მქონდა იქნებ თავზესაყარიც,
და დრო გასულა მაინც რამხელა.
კომენტარები (0)