მაია მირუაშვილი

პედაგოგი. პოეტი. მწერალი

0

· ..


· 
დაღამებულა და ბევრჯერაც გათენებულა, სითეთრე მსხვრევად ჩამოსულა, უცხო სინათლეთ, ეს ის დრო იყო, მაყვლოვანის, ნინოს ღმერთების, კერპიდან როცა მაღლა, ჯვარზე გადავინაცვლეთ. იდგა სითეთრე, ახალ თოვლის, მხოლოდ ზამთრისა, ასე ათოვდა მთის მწვერვალებს, მაშინ, შენამდეც, კერპთა მეჯლისი გამახსენდა, ცა რომ განრისხდა, ფეხით რომ მაღლა მივდიოდი, ბაგინეთამდე. თოვლს ვერ იცილებს ნასახლარი, კერპთა სამყოფლო, ზამთარში ახლაც, ისე უხვად დაუთოვლია. ოღონდ ატმები მაოცებდა ნამოსახლარის, გაზაფხულად და აყვავებად დაულოციათ. თითქოს ზურმუხტი დაიშალა, თოვლში, მაყვლებში, მაღალი ჯვარი როცა გაჩნდა, მთების წვერამდე. რაღაც წარსული, კერპებამდე, გამხსენებია. ფეხით, მაღლა რომ მივდიოდი, ბაგინეთამდე. 
 25/ 11/ 2017წ.
კომენტარები (0)