მაშინ კი მერწმუნე, აღარას ვიდარდებ


ფიქრი დამიტოვე ისეთი პატარა,
ის კი გაბევრდა და მთებივით ვიდარდე.
ნაპრალი გააჩინა ცრემლებმა ანკარამ,
სურიათ თვალებს რომ ტვირთადაც გზიდავდეს.
რა ვქნა თუ დამჩემდა სინაზე სხვაგვარი,
როგორც რომ გაშლილი ყვავილთა სიმორცხვე,
სიძველე მომინდა, სხვა მთა და სხვა ბარი,
პიტიუნტი და ფაზისი, ის ოძრხეც.
რამდენჯერ ავტირდი სხვა წლების ბურუსში,
ლოდები უსიტყვოდ ამ წუთსაც დაიმარხს,
პიტალო ღრმულების სიდინჯე მწყაზარი,
ეძახდა ნაპრალის უხუცეს მაიმახს.
უშორეს მოჩანდა ადამის სიშიშვლე,
და ევას სიწითლე გადიქცა თაისად.
მეც იქნებ სულ სხვისი წარსული ვიშვილე,
ისე შევიხორცე,მიყვარდა თავისად.
მინდა, რომ სიყვარულს ბოლომდე ვზიდავდე,
მაშინ კი მერწმუნე,აღარას ვიდარდებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი