ავედევნე ყვავილებს და ვარდის ფურცლებს ..


ავედევნე ყვავილებს და ვარდის ფურცლებს,
გაზაფხულის იკებანას სილამაზეს.
ვარდებად და გვირილებად დანახული
სილაღე და სიყვარულის სილაზათე.
მინდა ერთი, მცირე ოდა ტალავერით,
ცისთვალების მდელო მქონდეს სადღაც მთაზე...
იცი? მგონი, გაზაფხული მთავრდებოდა
დაფურცლული გვირილების დანახვაზე.
შევინახე ყვავილები, რაც მინდოდა,
ავკინძე და მეფიქრება სულ ამაზე.
მინდა, მუდამ თვლაწინ მქონდეს 
გაზაფხული,
ყვავილები,
სიყვარული,
სილამაზე!

 30/04/2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი