დაწინდვა იდგა ისე სიზმრეული


დაწინდვა იდგა 
ისე სიზმრეული.
დაუჯერებელი,
რაღაც მიზღვეული.
გულზე რომ მეკეთა
ბეჭედი და ჯვარცმა,
როგორ უყვარულოდ
ჩამომაბა კაცმა.
სიყვარული ჩუმად,
კვლავაც როდისობდა,
აგვიანებდა და,
იცი? ბოდიშობდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი