უფლოსი და არისი
თვალცრემლიანი მომეგება უფლოს და მისაყვედურა;რატომ აღარ მოდიხარ,რად მიმატოვეო.არაფერი ვუთხარი,მხოლოდ სხვა ადგილზე გადავინაცვლე.არ მომეშვა,ისევ წინ დამიდგა. უცბათ გავბრაზდი,--წადი, არ მინდიხარ,როგორ მოგიშორო? --ვერასოდეს მომიშორებ,წაიჩურჩულა და გაქრა. ღრუბლებში ჩამალული მზე ამობრწყინდა და ძალიან დამათბო.ერთი პრიალა ლოდი ამოვირჩიე და ჩამოვჯექი,ლამაზი ხედი გადამეშალა თვაწინ,მტკვრის პირას აღმართული სალი კლდეები.დაჟინებით ვუყურებდი თითოეულ ლოდს,რას არ შევადარე, მცველებს მაგონებს ჩამწკრივებული სალი კლდეები,გარს რომ შემოგრტყმია უფლისციხევ.რად გქვია უფლისციხე? უფლოსმა აგირჩია თავის სამყოფლად,მიწამ კი თავისი წიაღიდან აღმოაცენა ეს ბუმბერაზი ლოდები და ირგვლივ შემოგავლო. თავზე დამდგომია უფლოს და მიღიმის. --აიღე საჭრეთელი და გამომკვეთე,რას გაჩერებულხარ. --რა გამოვკვეთო? --მე გამომკვეთე,ჰო,მე. --შეუძლებელია,ვუპასუხე და სხვა ლოდზე გადავინაცვლე. --ისევ წინ დამიდგა უფლოს და მშვიდად მიპასუხა: შესაძლებელია,მაშ მე გამოგკვეთავ და ქვად გაქცევ ჩემთვის. --სიცილით დავეთანხმე,აბა შენ იცი,კარგად დამამგვანე. თავჩაღუნული გაბრუნდა უფლოს. * * * ჩვეული სტილით ცხოვრობდა უძველესი ქართული ქლაქი,რომელსაც ქვათა ქალაქს ეძახდა ხალხი. ქალაქში მცხოვრებნი მზეს სცემდნენ თაყვანს და ყოველ დილით მის სადიდებელს აღავლენდნენ.მზის ჩასვლისას კი,მთელი ქალაქი,ისევ ხელებაბყრობილნი შეჰღაღადებდნენ სარჩო-საბადებელს და უკეთესი მომავლის გათენებას.ყველასაგან გამოირჩეოდა ქალაქის თავის,ლაზარესა და მისი ცოლის,ფოტის თხოვნა-მუდარა მზისადმი აღვლენილი.შვილიერებას,ძის დაბადებას სთხობდნენ ცოლ-ქმარი. ძილში თეთრად მოსილი ქალი გამოეცხადა ლაზარეს და დაჰპირდა,რომ ძეს აჩუქებდა, თუ კი მზეს აღარ გააღმერთებდნენ. მართლაც დაფეხმძიმდა ფოტი.უზომო სიხარულმა მოიცვა ქალაქი.ვაჟის დაბადებას ელოდა ლაზარე. უნებურად ბიბლიური აბრაამი გამახსენდა,უფალი გამოეცხადა აბრაამს და უთხრა:"მე ვარ ღმერთი ძლიერი,იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი.დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად,დიდად გაგამრავლებ." ვაჟი გააჩინა ფოტიმ და მას სახელად უფლოს დაარქვეს.სიზმრისეული,თეთრად მოსილი ქალის სათაყვანებლად ქვისაგან ქალის ფიგურა გამოაკვეთინა ქალაქის თავმა.სალოცავი ააშენა და იქ მოათავსა ქანდაკება,ქალაქში მცხოვრებთ კი მოუწოდა,რომ მისთვის ელოცათ. ლაზარე,ვაჟის გაჩენის დღიდან თეთრ ქანდაკებას ადიდებდა და სწირავდა უამრავ შესაწირავს.უზომოდ მრავლდებოდნენ ადამიანები,მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვათა ქალაქში მცხოვრებთა რიცხვი. პატარა უფლოსს თეთრი ქანდაკების სახელზე ზრდიდნენ მშობლები და მის რწმენას უნერგავდნენ.უფლოსი როცა წამოიზარდა უფრო გაამშვენიერა და ოქრო-ვერცხლით შეამკო ქანდაკება,თან მომხრე-მორწმუნეებიც მოიმრავლა. ქვათა ქალაქის უმრავლესობას არ სურდათ ქანდაკების ეწამათ,რადგან არ სჯეროდათ მისი.მათი სალოცავი მზე იყო და მას შეჰღაღადებდნენ.ქალაქი ორ ნაწილად გაიყო,ქვათა ქალაქელებმა ერთმანეთის ხოცვა დაიწყეს.ლაზარეს გამოეცხადა თეთრად მოსილი ქალი და უთხრა,რომ ქალაქი დაეტოვებინა თავისი მომხრეებითურთ.ასეც მოიქცა. ქალაქის ნაწილი ტოვებდა თავის სამყოფელს.გულისწყდებოდათ უფლოსის მომხრეებს,რადგან უამრავი შინაურ-ახლობელი თუ სატრფო მზის თაყვანისმცემლებში ეგულებოდათ.უფლოსიც დარდობდა,ისიც სატრფოს ტოვებდა ქვათა ქალაქში. გახარებული მზის მოთაყვანეები გამაგრდნენ ქვათა ქალაქში და ჩვეული წესით დაიწყეს ცხოვრება.განრისხდა თეთრი ქანდაკება და საშინლად დააცხუნა.საშინელი ბუღი ტრიალებდა,ცეცხლის ენები ცას სწვდებოდა,ირგვლივ ყველაფერს ადნობდა და ანადგურებდა.ყველაფერი გახევდა და სახე იცვალა.ქვათა ქალაქი ქანდაკებათა ქალაქს დაემგვანა. დაბრუნდა უფლოს თავის ხალხითურთ,დამდნარ-გახევებული დახვდათ ყველაფერი.პიტალო კლდეების ბრბო იდგა ირგვლივ.თითო ადამიანმა თითო ლოდი ამოირჩია სალოცავად.ვინ იცის ამ ლოდში ვინ ვის ხედავდა.ზოგი ახლობელს,ზოგი სატრფოს,თავს ევლებოდნენ თავიაანთ სალოცავებს,ალამაზებდნენ და ასუფთავებდნენ. არავინ იცის,იქნებ,სწორედ ამ დღიდან გააღმერთეს ადამიანებმა ქანდაკებები და კერპებად აქციეს იგი.განსაკუთრებით ერთი ქანდაკება შეიყვარა უფლოსმა,რადგან თავის სატრფოს,არისს ხედავდა მასში.მივიდოდა ახლოს და ცოცხალი ადამიანივით ელაპარაკებოდა.არისსაც მხოლოდ უფლოსის ხმა ესმოდა და მხოლოდ მას ელაპარაკებოდა. --არის, ჩემო მშვენიერო,სურვილი შეგისრულე და გამოგკვეთე,ჩემთვის გამოგკვეთე,მხოლოდ ჩემთვის. --მეც გამოგკვეთავ უფლოს,ჩემო სასურველო,--ჩურჩულებდა არისი. დიდი დრო გავიდა,დაბერდა უფლოსი.ძალიან უნდოდა არისთან სიახლივე და ინატრა,რომ ქვად ქცეულიყო ისიც. არისის ქანდაკების პიტალო კლდესთან შეჩერდა და თავით მიეყრდნო.კლდემ პირი დააღო,კარივით გაიხსნა და უფლოსიც უმალ კლდეში გაუჩინარდა. ამ კლდეს "უფლოს-არის"ვუწოდე,ძალიან შევიყვარე და ხშირად ვნახულობ. 25/ 10/ 2013წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი