მატიტა
დიადემა რამ დაგასიზმრა?ბრწყინვალე,ლამაზი თვლებით მორთული.თვალი მომჭრა მისმა ელვარებამ.გაბრწყინებული სიზმარი გინახავთ? მკლავის ტკივილმა შეახსენა თავი.როდის მომირჩება ნეტავ?ფიქრობდა მატიტა. --ადგომის დროა,წასასვლელი ხარ ექიმთან,დაუძახა უხილავმა დედამ. მშვიდი ნაბიჯით ქუჩას გაუყვა.კარგა მანძილი აქვს ფეხით სავალი.ტროტუარს მიუყვება მსუბუქად, ნელა.შეჩერდა ლამაზ ხედს გახედა.უფლისციხე უმზერდა ღრუბლებში ატყორცნილი.მე შენ დაგხატავ,აუცილებლად დაგხატავ,უფრო კარგად,უფრო ლამაზად ვიდრე ხარ. ისევ გახედა ტაძარს,სივრცეს გაუშტერა თვალი.ბრდღვიალებდა რაღაც. --რას ხედავ? ეკითხება ხმა შინაგანი. --მხოლოდ ბრწყინვალებას,დიადემაა ცაზე! ჰოო,დიადემა, და იცი რა აწერია? ბედნიერება. --ცაზე ვინ დაგიწერს ბედნიერებას ყეყეჩო,-გაკიცხა ხმა უცნაურმა. --კი,წერია,დამიჯერე.მზემ დააწერა ღრუბლებს. --მაშინ მითხარი,კიდევ რა აწერია ღრუბლებს? --კიდევ? მშვიდობა ყველგან! --ასე გინდა იყოს და იმიტომ. --ჰოო,ასე მინდა.ბედნიერება,მშვიდობა მინდა,ასე ვკითხულობ,ასე წერია,დამიჯერე.აღელვებულმა წარმოსთქვა გოგონამ და გზა გააგრძელა.სივრცეს გაჰყურებდა,დიადემას დაეძებდა ცაზე. --ვინ გნებავს გოგონა? ჰკითხა უცნობმა.ფიქრიდან გამოერკვა,ექიმი ელაპარაკებოდა. --ჯავახიშვილი.-ხმადაბლა წარმოსთქვა. --მაისურაძე გახლავართ --თქვენ მიმკურნალეთ. --მცირე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.ჩირქგროვა გაუწმინდეს. --კარგად იქნები,არაფერია. --მატიტა გამოემშვიდობა ექიმს და სახლის გზას დაადგა. --ათასი რაღაც ირეოდა თავში:კარგად იქნები,არაფერია,მშვიდობა,ბედნიერება. --მე შენ დაგხატავ,ჰოო,აუცილებლად დაგხატავ -ახლა შინაგანი ხმა ჰპირდებოდა გოგონას. --ვერ დამხატავ,როგორ დამხატავ?მხატვარი რომ არა ხარ? --კი,ვარ. მე ამას შევძლებ,იცოდე შევძლებ,თუ არა და.... დაფიქრდა. ბედნიერებას,მშვიდობას დაგარქმევ. --რას როშავ ნეტავ?უფალია ბედნიერება --დატუქსა გოგონამ ხმა შინაგანი და ისევ სივრცეს გაუშტერა თვალი. --დიადემას ირგვლივ ეხვეოდნენ ღრუბლები.მოიტაცებენ,დიაემას მოიტაცებენ ღრუბლები,მაგრამ სად წაიყვანთ,ჩემი ქვეყნის ცაზე გამოსახულა იგი. 2012წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი