მაია მირუაშვილი

პედაგოგი. პოეტი. მწერალი

0

ბევრჯერ გითხარი წავალ-თქო,სინამდვილეში ..


ბევრჯერ გითხარი წავალ-თქო,სინამდვილეში სულაც არ მინდოდა წასვლა.უბრალოდ გაბრაზებდი...
-- წადიო მითხარი და წავედი. ახლაც მივდივარ,ქარში მოფარფატე ფიფქებს მივყვები,ფიფქების ჟრიამულით გატუტუცებული,მივდივარ შორს,სადღაც. ირგვლივ არაფერი არ ჩანს,თოვლის მეტი. გავჩერდი,შევისვენე,მიმოვიხედე, შენს კართან ვდგავარ. კარის შემოღებას ვერ ვბედავ და ისევ ვბრუნდები. ოთახის სითბოა გარეთ, თბილა. ძალიან თბილა და თოვს.

მაია მირუაშვილი 
2016წ.
კომენტარები (0)