ცელქი გოჭები
ჩაწოლილან ტალახში, თემო პაპას გოჭები, ახლა თქვენ რომ გაცივდეთ, მერე ვეღარ მორჩებით. დაგჭირდებათ მალამო, აბები და ნემსები, თბილი შალის წინდები და არყის კომპრესები. აგტკივდებათ ყელი და დაგეწყებათ ხველება, გაბრაზდება დედიკო, აღარ მოგეფერებათ. სჯობს ახლა დამიჯეროთ, აღარ ჩაწვეთ გუბეში, მურაბიან ვაფლს გაჭმევთ, შემწვარს ჰაერღუმელში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი