აქლემის გასაჭირი


მთელი წლის სარჩო კუზებში
დაიმარაგა აქლემმა,
ისე დამძიმდა კუზები,
სხეულს ვეღარ მიათრევდა.

იფიქრა მოდი დავწვები,
ნეტა მომშივდეს მალეო,
დამსუბუქდება კუზები,
გზას გავაგრძელებ ხვალეო.

ასეთი მძიმე სხეულით,
ვეღარ გავივლი წყალშიო,
აი რა მიყო სიხარბემ,
დამაგვიანდა სახლშიო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი