ჟირაფი და მზე
ზაფხულია ძლიერ ცხელა ჩრდილში იმალება ყველა, გრძელკისერა ჟირაფი კი, დასეირნობს ნელა-ნელა. თაგვი სოროს ანიავებს, მდინარეში წვება მელა, სპილო ჟირაფს ეკითხება, ნუთუ შენ კი არა გცხელა? მე ხომ გრძელი კისერი მაქვს და ხანდახან როცა მცხელა, თეთრ ღრუბელში თავს შევყოფ და გავგრილდები ნელა-ნელა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი