წერილი მკითხველს, ავტორის შემოქმედება....


ერთი წლის წინ პირველად ავიღე ფურცელი, რომელზეც უნდა  მომეხაზა კალმით ის სათქმელი, რომელიც წარმოუდგენელი კრიტიკის შემდეგ ჩემში დაგროვდა.
რამდენად შეგიძლიათ ,, ბინძური რეალიზმის,, აღქმა ?
ძალიან რთულია თქვა, ის რაც შენშია, ეწინააღმდეგები და ცდილობ მის დაფარვას გგონია, რომ ასე  უმჯობესია, სანამ არ გამოჩნდება ის ვინც ამას ხმამაღლა იტყვის,  ვინ არის ის შენთვის უბრალოდ გმირი თუ  თავხედი, რომელიც არაფერს არ ერიდება?
ახალგაზრდა მწერალი?
კარგად ჟღერს, თითქოს თან გამოუცდელი ხარ, თან კი გაღიარეს, შემოქმედება, რომელიც ან მოსწონთ ან არა, რეალობა, რომლის მიღებაც ან შეუძლიათ ან არა. ეს არის წიგნი, რომლის ისტორიაც არ არის ძალიან განსხვავებული, არამედ იგი იმდენად ჩვეულებრივია, რომ შეგიძლია შენი თავი ამოიცნო, ისტორია,რომლის წარმოდგენაც შეგიძლია, მაგრამ მას ვერ შეიცნობ, რადგან ჩნდება უამრავი კითხვები, რომლებიც გაფიქრებს.
,,ჭეშმარიტად ცოდვილი,,ეს არის წიგნი გრძნობებზე,სიტყვები, რომლებსაც უბრალოდ ვერ გაატარებ, ის არის დაბადება, იმ გრძნობის რომელიც შენს გულში შემოაღწევს და იტყვის იმას, რასაც ვერ ამბობ, ის გავს იმ ყვირილს, რომელსაც ამოყვება მთელი რუტინა, ტკივილი, ის შეგრძნებები, რომელიც შენს სხეულშია და ვულკანის ამოფრქვვას ელოდება, როლისგანაც დაწვა გარშემომყოფებს ელოდებათ.
არ შემიძლია ვთქვა მაღალფარდოვანი სიტყვები, ჩემი შემოქმედების შესახებ, რადგან ის არის სათქმელი ყველაფერზე ყველა იმ ადამიანურ გრძნობებზე, რომლის დაწერაც და თქმაც მინდა, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ის......
ავტორი; მაკო ბერეჩიკიძე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი