უთხარი სისტემას იდი ნახუი..
უთხარი სისტემას იდი ნახუი.... როცა ბავშობა მახსენდება მუდვივად წარმომიდგება ბებო, რომელიც ზღაპრებს მიკითხავდა, მეც სულ ვითხოვდი ყოველ ჯერზე ახალი ისტორიები მინდოდა...მოგვიანებით, როდესაც ყველანაირი ზღაპრების ლიმიტი ამოვწურეთ თავად გადავწყვიტე, მომეფიქრებინა ისტორიები და მე შემექნა ახალი ზღაპრები, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გამომდიოდა და ვერც კი ვასათაურებდი, ჩემმა მთავარმა შემფასებელმა მითხრა, რომ არაუშავს შენ იმიტომ წერ რომ გინდა ისტორია შექმნა მისი მონაწილე გახდე, აზროვნებ და შენს სათქმელს უზიარებ ფურცელს... უბრალოდ გავაგრძელე უკვე დაწერილი ისტორიების კითხვა... წლების შემდეგ ისტორიები შეიცვალა ზღაპრები მხოლოდ ბავშობის მოგონებებად დარჩა, მხოლოდ ის მესმოდა ჩემს გარემოცვაში, რომ საბჭოთა კავშირის დროს სხვა ცხოვრება იყო, როგორ მისტიროდნენ მას... წლების შემდეგ წერას მივუბრუნდი, ხოლო ჩემი შემოქმედება ბინძური რეალიზმით იყო გაჟღენთილი, ახლაც ასეა და მუდამ ასე იქნება... (ბებო შენ ზღაპრებში გამზარდე მაგრამ რეალობასთან შეჯახება შენ გარეშე მომიწია, ისე რომ ამისთვის არ ვიყავი მზად, პროტესტი დაგროვდა ჩემში, რომელსაც ვეღარ ვაკონტროლებდი... ძალიან გვიან გავიგე, რომ შენც წერდი, მაგრამ შენი ჩანაწერები ვერ ვნახე, თუმცა მჯერა, რომ საოცრება იქნებოდა, შემოქმედებითი ადამიანი იყავი, რომელმაც შვება ფურცელს გაუზიარა), მე გამბედაობა მოვიკრიბე და ჩემი პროტესტი მკითხველს გავუზიარე... ახლა კი ჩემს თავისუფალ აზრს და შემოქმედებას საფრთხე ემუქრება... რადგან ისევ უნდათ იმ სისტემაში დაბრუნება სადაც ბულგაკოვის შემოქმედება აკრძალული იყო, სადაც საღი აზრის გამო გაგწირავენ მოღალატედ გამოგაცხადებენ... ადამიანი უნიკალური თავისი თვისებების გამო, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ ის მოაზროვნეა, შემოქმედია, თავისუფლების მოყვარულია, პროტესტი აქვს... არ გაპატიებს თუკი მის განვითარებას საფრთხეს ხელს შეუშლი... იცით ყოველთვის მესმოდა ასაკოვანი ადამიანებისგან, ეს რა თაობა მოდის? სულ გადაგვარებულია, ამათმა რა უნდა შექმნან... ეს თაობა თავისუფალ საქართველოში დაიბადა, ეს თაობა უფლებას არ მოქცემთ შეზღუდოთ მათი უნარები, განვითარდნენ, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები და გახდნენ ევროპის ნაწილი... ეს თავისუფალი ხალხია... უიშვიათესი პატრიოტები და მერე რა თუ ფერადი შარვალი აცვია ან ყური აქვს გახვრეტილი, ის შენზე უფრო უშიშარია და უნდა ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრება... ჩემი შემოქმედება აუცილებლად დაწერს ისტორიას სისტემის შესახებ, მე კი მინდა ისტორიის სწორ მხარეს ვიყო, საქართველოს ტანჯულ ისტორიას სწორედ ის უიშვიათესი პატრიოტები წერდნენ, რომლებსაც მართლა უყვართ ქვეყანა, ისინი ახლაც არსებობენ და ჩვენს გვერდით არიან... თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველაზე საოცარი რამ არის, რაც კი შენი ცხოვრების მანძილზე შეგიძლია გააკეთო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი