საზოგადოებრივი ტრანსპორტი ,,ტანჯვის თანამედროვე ფორმა"


ისტერიულად ტელეფონს ვამოწმებ, სამსახურში არ დამაგვიანდეს, იმ სამსახურში სადაც ყოველი დღე მძულს, მაგრამ მე ხომ ვნერვიულობ რომ არ დამაგვიანდეს? ალბათ 21-ე საუკენის დადებითებზე თუ ვისუბრებთ ყურსასმენები, არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნივთი, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გიწევს გადაადგილება, უამრავ თემის განხილვას აცდები, შესაძლოა ვერ გაიგოთ 45 წელს გადაცილებული ქალბატონების გაკიცხვა თუკი ავტობუსში ახვედი და მაშინვე ადგილი დაიკავე ხოლო ისინი ფეხზე დარჩნენ, მართალია ვერ გაიგებ როგორ გაგლანძღეს, მაგრამ აუცილებლად იგრძნობ მათ მზერას, რომელსაც თქვენკენ მოაპყრობენ, რომც არ შეხედო ყველაფერი ისედაც გასაგები ხდება. 
ერთი სტატია წავიკითხე სადაც ეწერა, რომ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ  იმგზავრებ მიხვდები, რომ ხალხი ჯოჯოხეთშიაო,  რაღა დაგიმალოთ და მართლაც მასეა ისეთი საინტერესო კვლევების გაკეთება არის შესაძლებელი, ყველას ყველაფერი სახეზე აწერია მათი ქცევა და საუბარი კი უბრალოდ  გასცემთ მათ. აგრესია, რომელსაც ვერ აკონტროლებენ, იმ საქმეში ერევიან, რომელიც საერთოდ არც კი შეიძლება წარმოქმნილიყო. ყველა თავის განცდაშია, ზოგი ჩუმად არის მუსიკას უსმენს და ფანჯარას გასცქერის ჩაფიქრებული მუსიკა კი მისი ცხოვრების საუნდრეკად ჩაესმის. გვერდით გამოიხედავ და ახალგაზრდები შეგრჩებიან ხელში ტიკ-ტოკის ტრენდებით, ეგრედ წოდებული ჰეითერებზე საუბრით, იქვე ახლოში  გადააწყდებით უკვე ხანში შესულ დედაკაცებს, რომლებსაც აუცილებლად აქვთ განსახილველი თემა, გაიგე მამუკას ცოლს რომ საყვარელი ჰყოლია, ვინ იფიქრებდა მასზე, როგორი კარგი ცოლი იყო, რა უნდოდა სხვა კაცთან რა აკლდა? მაცივარი სულ სავსე ჰქონდათ. ყველაფრის წარმოდგენა არის შესაძლებელი, ავტობუსში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ვიღაც კაი ბიჭი აუშარდეს მძღოლს თუ რატო არ უჩერებს იქ სადაც მას სურს, ამაზე აუცილებლად დააეკაჩავება და ბოლოს რადგან მძღოლს ნერვულ სისტემაზე ურტყავს პირდაპირ და რადგან ვალდებულია თავი შეიკავოს  სხვა გზა არ  არსებობს, ვალდებულებები, არამხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, არამედ საქმის მიმართაც, უფრო ღირებულიც კი. ამიტომ ეს ვითომ წაკაჩავება ბოლოს ადგილის დათქმით სრულდება, სადაც ყველაფერი უნდა გაირკვეს. ხო თუ ბევრი ხალხია ვიღაც იდიოტი მამრისგან სპეციალურად გააზრებული ქმედებით აუცილებლად მოგედება მისი პენისი და ასე უნამუსოდ გააგრძელებს მის ხახუნს, სანამ მკვლელი გამომეტყველებით არ შეხედავ.

ცხოვრების რიტმი აჩქარებულია, ყველას ეჩქარება, დრო ასწრაფდა, ან ჩვენ შევნელდით, მის რიტმს ვერ ვეწევით. ფეხს ვუჩქარებ ავტობუსის გაჩერებიდან 200 მეტრში არის ჩემი სამსახური არ დამაგვიანდეს. ცინიზმი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების რუტინა გახდა ვაკრიტიკებ ყველასა და ყველაფერს რაც ჩემს ირგვლივ არის, ხო ზოგჯერ საკუთარ თავსაც არ ვინდობ. საინტერესოა ქუჩაში საკუთარ თავთან დიალოგი რამდენად მისაღებია ჩვენი საზოგადოებისთვის? საზოგადოება, ახლა უფრო მეტად ჩამეცინა და ცინიზმით გაჟღენთილი შევედი ჩემს „უსაყვარლეს“ სამსახურში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი